რელიგია
ქრისტიანთა ნაწილი, 25 დეკემბერს, ქრისტეშობას ზეიმობს
ვალეს კათოლიკური ეკლესიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. ქრისტეშობის საზეიმო ლიტურგია მამა მიხეილ სურმავამ აღავლინა.

25 დეკემბერი სიმბოლური რიცხვია, რომელიც მეოთხე საუკუნის დასაწყისში მთელმა ეკლესიამ აირჩია, რადგან უცნობია ქრისტე როდის იშვა. იესოს მიზანი სიბნელის განათება იყო. შესაბამისად, 25 დეკემბრიდან ღამე იკლებს და დღე იზრდება, ანუ სიბნელე სინათლით ნაცვლდება.

სადღესასწაულო წირვის შემდეგ, მრევლი სუფრასთან სხდება და გოზინაყით ერთმანეთს დამდეგს ულოცავს. კათოლიკეებისთვის გოზინაყი საშობაო ტკბილეულია, მიაჩნიათ, რომ ნაძვის ხეც შობისთვის უნდა ირთვებოდეს.

საქართველოში 16 მოქმედი კათოლიკური ეკლესიაა და 50 ათასამდე კათოლიკე ცხოვრობს. 25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს, კათოლიკური სამყაროს გარდა, შობის დღესასწაულს აღნიშნავს მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნაწილიც.

ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს ქრისტეს შობას ზეიმობს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძებები ბეთლემში, ნაზარეთსა და ვატიკანში იმართება. თუმცა კათოლიკური სამყაროს გარდა, ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს მართლმადიდებელთა უმრავლესობაც, რომელთა შორის საბერძნეთის მრავალრიცხოვანი მრევლიცაა.

ქრისტეს შობის 25 დეკემებრს აღნიშვნის გადაწვეტილება თავის დროზე საქართველომაც მიიღო, თუმცა საბოლოოდ მაინც ძველ სტილს დაუბრუნდა.


| Print |