რელიგია
ახალციხეში ტრადიციული ალილო ჩატარდა (ფოტორეპორტაჟი)
ახალციხეში, ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა. ქრისტეს მახარობლებმა პატარებისთვის ტკბილეული შეაგროვეს.

სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებთან და მრევლთან ერთად, საზეიმო მსვლელობა თამარაშვილის ქუჩიდან დაიწყეს და ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს.

ტრადიციულად მეალილოებს ადგილობრივები ტკბილეულითა და საახალწლო ნობათით გაუმასპინძლდნენ.

ალილოს ქალაქის ცენტრალურ პარკში შეუერთდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს.

შემოწირული ტკბილეული და საჩუქრები შეჭირვებულ ოჯახებსა და ნინოწმინდის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს გადაეცემა.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს.

იგი ყოველწლიურად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შობის დღესასწაულზე იმართება.

ფოტოები ეკუთვნის ახალციხის მერიას.

| Print |