რელიგია
"ასხურეთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა დაისადგურებს თქვენთან" - ილია II

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, დალოცა მრევლი და მისცა კურთხევა, რომ მათ სახლებს ნაკურთი წყალი ასხურონ.

"გილოცავთ ნათლისღებას. ნათლისღების მადლი შეფეწიოთ. დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი და მადლი სულისა წმინდისა დაისადგურებს თქვენთან.ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყავ თქვენ თანა, ჩვენთან არს ღმერთი
",-ბრძანა ილია მეორემ.

საზეიმო წირვის შემდეგ პატრიარქმა სურამ-ხაშურის ეპარქიიდან და რუსთავიდან ნორჩი ჩოხოსნები დალოცა.

 

| Print |