რელიგია
მამა ანდრიას დეკემბერში მიეცა გაფრთხილება - საპატრიარქო
მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხზე საპატრიარქოში საგანგებო განცხადება გაკეთდა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მამა ანდრია სარიას დეკემბერში კომისიის მიერ მიეცა გაფრთხილება, მაგრამ მისი მხრიდან ამას სრული იგნორირება მოყვა.

,,მამა ანდრია სარიამ იგივე ქმედებები გააგრძელა, რაც გულისხმობს საჯაროდ გაკეთებულ უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოსა და იერარქების მიმართ. გამომდინარე აქედან, მამა ანდრია სარიას მმართველმა მღვდელმთავარმა, ამ შემთხვევაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ბოლოდროინდელ მის განცხადებებს გადახედეთ - საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე, საპატრიარქო არის სადამსჯელო ორგანიზაცია, პატრიარქის გარემოცვა ბანდაა და მსგავსი განცხადებები".

თავის მხრივ, მამა ანდრია სარია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს და ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებას არაკანონიკურია.

,,პატრიარქთან მინდა შეხვედრა, რომ გავარკვიო - მან ერთპიროვნულად მიიღო ეს არაკანონიკური გადაწყვეტილება, თუ მის ნაცვლად სხვებმა მიიღეს. მინიმუმ, 6-მა მღვდელმთავარმა უნდა განსაჯოს მღვდელი, თუ კონკრეტულად რომელიმე კანონიკურ დარღვევაშია მხილებული".


ასევე, დაგაინტერესებთ:

მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას პატრიარქმა მღვდელმოქმედება აუკრძალა
| Print |