რელიგია
,,გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის" - მიტროპოლიტი თეოდორე კორონავირუსის შესახებ
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა კორონავირუსის შესახებ გაამახვიალ ყურადღება.

მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ ადამიანისთვის პანიკა ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე თავად ვირუსი.

საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი მრევლს მოუწოდებს რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, მაგრამ არ შეშინდნენ.

,,რაც შეეხება კორონავირუსს, ეს არის დიდი განსაცდელი ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს წინაშე, თითოეული ჩვენგანი
დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ ამას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ უნდა გვწამდეს ღვთისა და სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ და თითოეული ადამიანი შეძლებს ამ ავადმყოფობის დამარცხებას. მოვუწოდებ ყველა ჩვენ მრევლს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, მაგრამ ნუ შეეშინდებათ ნურაფრის.

ამავე დროს გაითვალისწინეთ ისიც, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გადის ახლა მკურნალობას და კარანტინშია. ვილოცოთ მათთვის და შევთხოვოთ უფალს, რომ გამოაჯანმრთელოს ყველა ადამიანი.

ზიარება ეს არის ზუსტად საკურნებელი სულისა და ხორცისა და ადამიანი სწორედ განსაკურნებლად მიეახლება მას. არ შეიძლება, რაიმე სახის დაავადება გავრცელდეს ზიარების მეშვეობით"
- განაცხადა მეუფე თეოდორემ.

| Print |