რელიგია
,,მსოფლიოს ჭირდება კურნება" - მეუფე თეოდორე
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა სადღესასწაულო წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება თავად მაცხოვარმა დააწესა და ეს წესი მართლმადიდებელ ეკლესიაში არ შეიცვლება.

რაც შეეხება ჰიგიენის დაცვას და სპეციალისტთა რეკომენდაციებს, ისინი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. მეუფემ აღნიშნა, რომ სველი წესით ისედაც სუფთავდებოდა ტაძრები, თუმცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მას დეზინფექციაც დაემატა.

,,მსოფლიოს ჭირდება კურნება, ნებისმიერი განსაცდელი და მათ შორის ესეც უფლისგან მოდის. ერთმანეთის მიმართ სიყვარული მინელდა თითქოს, მოგიწოდებთ ყველას, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, დავიცვათ ერთმანეთი და გვიყვარდეს ერთმანეთი" - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.


სწორედ ამის გამო, დღევანდელ წირვაზე, ზიარება მხოლოდ ბარძიმიდან მოხდა და სიტკბოება არ გაცემულა. მომავალი კვირიდან მრევლს მიეცა ლოცვა-კურთხევა, რომ ღვინო (სიტკბოება) პირადი ჭიქით მიიღონ, ან იმ ერთჯერადი ჭიქებიდან, რომელიც ეკლესიას ექნება.
| Print |