რელიგია
კათოლიკურმა ეკლესიამ ზიარების წესი შეცვალა

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ჯუზეპე პაზოტომ ეკლესიაში ზიარების მიღებისა და ზოგიერთი წესის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ეპისკოპოსმა დეკრეტი 16 მარეტს გამოსცა.

„გატყობინებთ, რომ ამ პანდემიის პერიოდში
1. ტაძარში შესვლისას პირჯვარი გამოისახეთ და მუხლი მოიყარეთ ნაკურთხ წყალში ხელის დასველების გარეშე. არ გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი სასმელად;

2. მშვიდობის ნიშნის გაცვლა მოხდეს გვერდით მდგომისთვის თავის დაკვრით;

3. წმიდა წირვის დროს ზიარება დარიგდეს ხელისგულზე მხოლოდ პურის სახით მიცემით. ევქარისტიის მიღების ამ წესმა (უძველეს ეკლესიაში ამგვარად ეზიარებოდნენ) სრულებითაც არ უნდა შეამციროს მორწმუნეთა მოწიწება და სიყვარული ამ საიდუმლოსადმი, მეტიც, უნდა გვაგრძნობინოს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ ძღვენზე, რომელიც გვეძლევა. მოძღვრებმა აუხსნან მორწმუნეებს თუ როგორ ხდება ამ ფორმით ზიარება;

4. თანამწირველების შემთხვევაში ყველა მღვდელი ეზიაროს უფლის ხორცის ბარძიმში ჩაწობით, მხოლოდ ბოლო მაზიარებელმა მღვდელმა მიიღოს ბარძიმის შიგთავსი სრულად;

5. თუკი რომელიმე პიროვნება ავადაა, ან გაციებულია და სიცხე აქვს, რა თქმა უნდა, იგი გათავისუფლებულია ლიტურგიაში მონაწილეობის ვალდებულებისაგან. ძალზე ხანდაზმულ ადამიანებსაც შეუძლიათ სახლში დარჩნენ და პირადად ილოცონ;

6. ავადმყოფებს შეეძლებათ ითხოვონ, რათა მღვდლებმა მათ სახლში მიუტანონ ზიარება. ამ დროს, მღვდლებმა დაიცვან ჰიგიენის ყველა საჭირო ზომა;

7. ეკლესიაში წასვლამდე და ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, მღვდლებმა და მორწმუნეებმა გულმოდგინეთ დაიბანონ ხელები;

8. ეკლესიების დღეობები აღინიშნოს სხვა საკრებულოებიდან მორწმუნეთა მონაწილეობის გარეშე (მაგ: მოახლოებულია წმ. იოსების დღეობა არალში) მდგომარეობის განვითარებისდა მიხედვით შეგატყობინებთ შესაძლო სამომავლო მითითებებს შემდგომი დღეებისათვის“,
- წერია დეკრეტში.

 

| Print |