რელიგია
წმ.სინოდის გადაწყვეტილება ცნობილია (ვიდეო)
წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ცნობილია. თითქმის 9 საათიანი მსჯელობის შემდეგ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა საზოგადოებას სინოდის გადაწყვეტილება გააცნო.

,,ღმერთის გარეშე არაფერი ხდება. ჩვენზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. დღევანდელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მთავარი მიზეზი თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. ჩვენ, ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს" - აღნიშნა მეუფე ანდრია გვაზავამ.

მისივე განმარტებით, წმინდა სინოდმა იმსჯელა შექმნილ ვითარებაზე და დაადგინა, რომ:

,,ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. წმ.ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხირცისა, ამიტომ მის არსში დაეჭვება და საზიარებელ კოვზზე უარის თქმა ყოვლად დაუშვებელია.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

1. ყველა ეკლესია-მონასტერში ტიპიკონის მიხედვით ჩატარდება მსახურება;

2. ტაძრებთან დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლები, რათა სურვილის შემთხვევაში, ლიტურგია, ღია სივრცეში მოისმინოს მრევლმა.

3 . ასევე, შესაძლებელია ზიარების შემდეგ სიტკბოების მიღება საკუთარი, ან ერთჯერადი კოვზით

4. სურვილის შემთხვევაში, სასულიერო პირები სხვადასახვა დაავადების მქონე და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების წარმომადგენლებს სახლებში აზიარებს

5. წმ.სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ სპეციალისტთა რეკომენდაციები, რათა თავიც დავიცვათ და სხვებიც სხვადასხვა ინფექციებით დასნებოვნებისგან

6. წმინდა სინოდი მოუწოდებს ყველას, მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, დღეში ერთხელ წავიკითხოთ თითო თავი სახარება, მამაო ჩვენო, მოწყალებისა კარი განგვუღენ და ღვთისმშობელო გიხაროდენ

7. ეკლესია მზად არის ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და არსებულ სიტუაციაში დაეხმაროს მათ. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს გაუწიოს დახმარება" -
განაცხადა tv9news.ge - სთან მიტროპოლიტმა თეოდორემ.

| Print |