4 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს
აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ტაძრებში
წმინდა წირვა აღევლინა. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, წმინდა
ბარბარე III საუკუნის ბოლოს, და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა.
მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე
ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის
საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან
მოშორებით იზრდებოდა. ქალწულმა მალე გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და
მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო
ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის
გაქრისტიანება გაიგო, განრისხდა. წმიდა ქალწული მოსაკლავად
თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელმაც ბრძანა, ქალიშვილი
შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა
ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე
გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ
შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ – ისინი
მეხმა ფერფლად აქცია. კათოლიკური სწავლების მიხედვით, წმინდა ბარბარე
ისეთი ადამიანების მფარველად მიიჩნევა, რომლებსაც რთული,
სახიფათო სამუშოების შესრულება უხდებათ. ამ დღესთან
დაკავშირებით ხალხური ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც,
ბარბარობას ოჯახებში ლობიანებს აცხობენ. აღნიშნული წესი საშობაო
მარხვას უკავშირდება, რომლის დროსაც რძის ნაწარმის ჭამა აკრძალულია.
4 დეკემბერს კათოლიკური
ეკლესია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან
დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ტაძრებში წმინდა წირვა
აღევლინა.
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, წმინდა ბარბარე III საუკუნის
ბოლოს, და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი
წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა.
მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი
კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა.
ქალწულმა მალე გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი
ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და
მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება
გაიგო, განრისხდა. წმიდა ქალწული მოსაკლავად თავისი ხელით
მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელმაც ბრძანა, ქალიშვილი შიშველი
გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა ქალწულის
სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა
მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და
ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ – ისინი მეხმა ფერფლად
აქცია.
კათოლიკური სწავლების მიხედვით, წმინდა ბარბარე ისეთი ადამიანების
მფარველად მიიჩნევა, რომლებსაც რთული, სახიფათო სამუშოების
შესრულება უხდებათ.
ამ დღესთან დაკავშირებით ხალხური ტრადიცია ჩამოყალიბდა,
რომლის მიხედვითაც, ბარბარობას ოჯახებში ლობიანებს აცხობენ. აღნიშნული
წესი საშობაო მარხვას უკავშირდება, რომლის დროსაც რძის ნაწარმის ჭამა
აკრძალულია.