რელიგია
,,გეძლევათ ლოცვა-კურთხევა მკაცრად დაიცვათ სოციალური დისტანცია და ყველა ის რეგულაცია, რომელიც სახელმწიფომ დააწესა" - მიტროპოლიტი თეოდორე
,,თქვენ უნდა იყოთ მაგალითი დანარჩენი საზოგადოებისთვის. მკაცრად დაიცავით სოციალური დისტანცია და ყველა ის რეგულაცია, რომელიც სახელმწიფომ დააწესა. წესების დაცვა ისევ თქვენი ოჯახისთვის, თქვენი სამშობლოსა და თქვენი თავისთვის არის მნიშვნელოვანი. გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ შეასრულოთ ყველაფერი ზედმიწევნით" - აღნიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა სადღესასწაულო წირვის დასრულებისას.


მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთხევით, მართლმადიდებელ ტაძრებში ღვთისმსახურება ყველა იმ წესების დაცვით აღევლინება, რომელიც სახელმწიფომ დააწესა და რომელიც 25 მარტის სინოდის სხდომის ოქმშია ასახული.

ორმეტრიანი დისტანცია მრევლს შორის, ხმის გამაძლიერებლებით ჩატარებული ლიტურგია, თეთრი ნიშნულები როგორც ტაძარში, ასევე ეზოში და ერთჯერადი ჭიქებით სიტკბოების მიღება - ეს ყველაფერი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შედეგად ტაძრებში შექმნილი ვითარებაა.
| Print |