დღეიდან, 28 ნოემბრიდან შობის მარხვა დაიწყო, რომელიც საეკლესიო
კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის
შობის დღეს დასრულდება. ვინაიდან 27 ნოემბერი მარხვის დღე –
პარასკევია, მორწმუნეებმა მარხვის შენახვა გუშინ დაიწყეს. ეკლესიის
ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. ამ
მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. წმიდა
სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმიდის მადლით
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში,
გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს
აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის
ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო
მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ
უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს
ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს,
გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს
გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო
იგი. შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და
პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში თევზის მიღება შეუძლიათ. 25
დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.
დღეიდან, 28 ნოემბრიდან შობის
მარხვა დაიწყო, რომელიც საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან
პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება. ვინაიდან
27 ნოემბერი მარხვის დღე – პარასკევია, მორწმუნეებმა მარხვის
შენახვა გუშინ დაიწყეს.
ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან
მოეპოვება. ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც
უკავშირებენ.
წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმიდის მადლით
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში,
გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს
აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის
ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო
მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ
უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს
ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს,
გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს
გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო
იგი.
შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და
პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში თევზის მიღება შეუძლიათ. 25
დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.