ტაძარშიც არის ვირუსის საშიშროება, მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვემთხვევა ზიარების დროს - მეუფე თეოდორე
14:18 / 07.04.2020
მორწმუნეებმა ხარების დღესასწაული ახალციხეში მოქმედ ორივე ეკლესიაში აღნიშნეს. საზეიმო წირვა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში კი დეკანოზმა ნიკოლოზ აბრამაშვილმა.
მრევლი ორივე ტაძრის ეზოში, ორმეტრიანი დისტანციით, მონიშნულ ადგილებზე იდგა. რამდენიმე დღეა წირვა მხოლოდ ეკლესიის ეზოში ტარდება. მორწმუნეები დღეს ტრადიციული წესით - ერთი ბარძიმიდან და კოვზიდან ეზიარნენ.
წირვის დასრულების შემდეგ ქორეპისკოპოსმა თეოდორემ ქადაგებისას მრევლს სიფრთხილისკენ და წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„გვესმის სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ უნდა დაიკეტოს ეკლესია. რას ნიშნავს ეს? ანუ აღარ ვილოცოთ და მხოლოდ ადამიანურ ძალაზე ვიყოთ დამოკიდებული და ამას მივენდოთ? ჩვენ ყველამ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და გადაგვარჩინოს. ამასთან ერთად, არ უნდა დავაკლოთ ადამიანური მცდელობა, მაქსიმალური გავაკეთოთ რომ არ გავრცელდეს ეს ვირუსი.
ხშირად არის მცდარი დამოკიდებულება, რომ თუ ჩვენ ეკლესიაში მოვალთ, აქ შეიძლება დავაავადდეთ. არის მეორე მცდარი დამოკიდებულებაც, რომ თუ ეკლესიაში დავდივართ, არაფერი მოგვეკარება. ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს ვირუსი, თუ ღმერთმა დაუშვა. ამიტომ ეკლესიაში მოსვლისას უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ და ექიმები გაძლევთ. აქაც არის საშიშროება, იმისთვის არ დავდივართ აქ, რომ არაფერი შეგვემთხვევა, მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვემთხვევა სიწმინდესთან ზიარების დროს, რადგან ეს არის თავად ქრისტეს სისხლი და ხორცი“, - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.