რელიგია
კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას აღნიშნავს
დღეს, 12 აპრილს კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საზეიმო წირვა 11 აპრილს, საღამოს მრევლის გარეშე ჩატარდა ყველა მოქმედ ტაძარში. მორწმუნეები ლიტურგიას თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით, პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ. ე.წ. კომენდანტის საათის გამო, ტრანსლაცია 18:30 საათზე დაიწყო.

დღეს უფლის აღდგომას ზეიმობს სომხური სამოციქულო ეკლესიაც. საზეიმო წირვა ახალციხის გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში დილით, 08:00 საათზე მრევლის გარეშე დაიწყო. ლოცვას მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მორწმუნეებს კი საშუალება მიეცათ, წირვის დასრულების შემდეგ ტაძრში თითო-თითო შესულიყვნენ. 

სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ იესოს მკვდრეთით აღდგომა ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველია. მათი აზრით, ქრისტეს დაბადებამ, ჯვარცმამ და მკვდრეთით აღდგომამ, ადამიანების ცხოვრებას აზრი მისცა.
| Print |