პასუხისმგებლობა არის თითოეული ჩვენგანის, დაწყებული პატრიარქიდან, პრემიერიდან - მეუფე თეოდორე
16:37 / 12.04.2020
ბზობის დღესასწაულზე წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა რაბათის წმინდა მარინეს სხელობის ტაძარში აღავლინა. მეუფე თეოდორემ ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
„ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ ყველას შეეხება, ყველასთან მივა ეს განსაცდელი და ჩვენთან არ მოვა. თუ არ ვიქნებით ყურადღებით, თუ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, აუცილებლად მოვა ჩვენთან“.
წირვის დასრულების შემდეგ მეუფე თეოდორემ მედიასთან პასუხისმგებლობის გადანაწილებაზეც ისაუბრა.
„პასუხისმგებლობა არის თითოეული ჩვენგანის, დაწყებული პატრიარქიდან, პრემიერ-მინისტრიდან, გაგრძელებული მინისტრებით, მღვდელმთავრებით, სასულიერო პირებით და უბრალო ადამიანებით. თუ პასუხისმგებლობა არ ვიგრძენით ჩვენ, სხვანაირად ვერც მთავრობა, ვერც ეკლესია ვერაფერს გააკეთებს, რომ დაცული ვიყოთ“.
ქორეპოსკოპოსი სასულიერო პირების ტესტირების საკითხსაც შეეხო. მეუფე თეოდორე ჯანდაცვის უწყების ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.
„საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ძალიან კარგია, თუ გავესინჯებით და დავრწმუნდებით, რომ ჩვენ არ ვიყოთ მატარებელი ამ ვირუსისა. მაგრამ კარგი იქნება, ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს შეხება ხალხთან - გამყიდველები, ბანკის თანამშრომლები, იმ ობიექტების მომსახურე პერსონალი, რომლებიც არ იხურება და მზად არიან ემსახურონ ადამიანებს, მათაც უნდა ჩაუტარდეთ პირველ რიგში ტესტირება“.
რამდენიმე კვირაა, წირვა ტაძრის ეზოებში ტარდება. მრევლი ორმეტრიანი დისტანციით, მონიშნულ ტერიტორიაზე დგას. ზიარების წესი იგივე რჩება. მორწმუნეები ერთი ბარძიმიდან, ერთი და იგივე კოვზით ეზიარებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.