რელიგია
ფეხით მისული მრევლი ტაძარში
მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, დღეს მრევლი ფეხით, მაგრამ მაინც მივიდა ტაძრებში.

ქრისტიანებისთვის წლის ყველაზე მძიმე დღის ღვთისმსახურება, ცარიელ ეკლესიებში არც ახალციხეში ჩატარდა.


მართლმადიდებელი მოსახლეობა ამბობს, რომ ყველაზე კანონმორჩილი მრევლია, რომელიც ზედმიწევნით იცავს რეგულაციებს.

რაც შეეხება ცვლილების შეტანას სააღდგომო ლიტურგიის დროს, ახალციხისა და ტა–კლარჯეთის მიტროპოლიტი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება უცვლელია და აღდგომის დღესასწაული ეპარქიის ყველა ტაძარში კანონის დაცვით ჩატარდება.

| Print |