რელიგია
საპატრიარქო საფარის მონასტრის მიმდებარედ ტყის გადაცემას ითხოვს

 

„ტყის კოდექსის“ დამტკიცების შემდეგ, საპატრიარქომ სამცხე-ჯავახეთში, მონასტრის გარშემო არსებული ტყის გადაცემა საფარაში მოითხოვა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თქმით, ტერიტორიის მცირე ნაწილზე ისედაც სასულიერო პირები ზრუნავენ.

ქორეპისკოპოსის თქმით, მხოლოდ იმ ტყეების საკუტრებაში გადაცემას მოითხოვენ, რომლის მოვლასაც შეძლებენ.

„1989 წლიდან საფარაში ვარ და რაც მე მახსოვს, სულ დავდივართ რომ დაგვესუფთავებინა ეს ტყე, დაგველაგებინა, დაგვეცვა და არ მიგვეცა საშუალება, უკანონო ჭრებისა. სადაც არ გვექნება საშუალება დაცვის, იმ ტყეებს არ მოვითხოვთ“, - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მისივე თქმით, საპატრიარქოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ეპარქიაში კიდევ რომელ ეკლესიასთან მდებარე ტყის გადაცემას მოითხოვენ.

 


| Print |