რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს (ფოტორეპორტაჟი)
მართლმადიდებლები აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს სულიწმინდის გადმოსვლას ზეიმობენ.

სხვაგვარად მას ეკლესიის დაარსების დღესაც უწოდებენ.

სადღესასწაულო წირვა რაბათში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.

სულთმოფენობიდან ერთი კვირა მორწმუნეებისთვის მსგეფსია, 15 ივნისიდან კი პეტრე-პავლობის მარხვა იწყება.

მიტროპოლიტმა თეოდორემ წირვის დაწყებამდე სასულიერო პირი დიაკვნად აკურთხა.
| Print |