განათლება
ზარზმის საჯარო სკოლის სასულიერო პედაგოგები
პანდემიის მიუხედავად სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა ზარზმის მონასტერთან არსებულ გაძლიერებული მათემატიკის სასწავლო კურსზე. პედაგოგები 24 მოსწავლეს დისტანციურ რეჟიმში ამეცადინებდნენ. აბიტურიენტებთან ერთად გამოცდის შედეგებს ახლა უკვე ზარზმის მონასტრის ძმობაც ელოდება.

ზაურ გავაშელი მათემატიკამ მას შემდეგ გაიტაცა, როცა ზარზმის მამები გაიცნო. მეექვსე კლასში იყო, როცა საჯარო სკოლაში სასულიერო პირმა მათემატიკით დაინტერესებულ ბავშვთა ჯგუფში მიიწვია და კომაროვის სკოლის პროგრამით მეცადინეობა დააწყებინა. ამის შემდეგ იყო ფიზიკა -მათემატიკის სკოლაში გამოცდების ჩაბარება და წარმატებული გზა უნივერსიტეტისკენ. ამბობს, რომ მამა ნაზარის დამსახურებით, იმ წელს თბილისში 8 ბავშვმა ჩააბარა. მასწავლებლის გზას ახლა თავად გადის და ახალციხეში გახსნილ კომაროვის საშაბათო სკოლის 70-მდე ბავშვს მათემატიკისადმი ინტერესს უღვივებს.

ახალციხის საშაბათო სკოლის ექვს ჯგუფში მესამედან მეექვსე კლასის მოსწავლეები მათემატიკას კვირაში სამი საათის განმავლობაში სწავლობენ. ზაურ გავაშელთან ერთად პატარებს მისი სკოლის მეგობრები არჩილ და მიშიკო გავაშელიშვილებიც ასწავლიან. ძმების დედა ამბობს, რომ ზაურ გავაშელის მსგავსად, ძმები მათემატიკით ზარზმის მონასტრის ბერდიაკონმა დააინტერესა. ზარზმის საჯარო სკოლიდან ჯამში 15-მა მოსწავლემ ჩააბარა კომაროვის სახელობის სკოლაში.

ზარზმის სკოლის 19 პედაგოგიდან ხუთი სასულიერო პირია. მამა ნაზარი ძმობის წევრებთან ერთად სკოლის 40-მდე ქრისტიან და მუსლიმ მოსწავლეს - მათემატიკის, რუსულის, ინგლისურის, მუსიკის, ხელოვნებისა და რელიგიების ისტორიის საფუძვლებთან ერთად ტოლერანტობასა და სიყვარულს ასწავლის. მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი იხსენებს, როგორ დაიწყო პატრიარქის კურთხევის შესრულება 2003 წელს მოხის საჯარო სკოლიდან.

მასწავლებლობის გამო, სასულიერო პირების ხუთი სამუშაო დღე ჩვეულებრივი ბერის ცხოვრებისგან განსხვავებულია.მთავარი სირთულე დროის სიმცირეა, რომელიც სკოლის გამო მონასტერს აკლდება. მიუხედავად ამისა, მამა ნიკოლოზი ამბობს, რომ პანდემიამ მათი გეგმები ვერ შეაფერხა და მოსწავლეებთან დისტანციურ რეჟიმში განაგრძეს მეცადინეობები.

ამ დროისათვის კომაროვის საშაბათო სკოლები ადიგენსა და ახალციხეში ფუნქციონირებს. მომავალ მათემატიკოსებს საგანს ის ზარზმელი ახალგაზრდები ასწავლიან, რომლებმაც კომაროვის სკოლა უკვე დაასრულეს. მონასტრის წინამძღვარს სხვა გეგმაც აქვს. ადიგენისა და ახალციხის გარდა ახალი სასწავლო წლიდან ზარზმის საშაბათო სკოლა ისევ დაიწყებს ფუნქციონირებას. სკოლაში სამცხის ნიჭიერი ბავშვები კონკურსის წესით მოხვდებიან და განათლებას უფასოდ მიიღებენ. ადგილამდე მოსწავლეებს სამარშრუტო ავტობუსი მიიყვანს.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 19 °C
img
ახალქალაქი 14 °C
img
ასპინძა 20 °C
img
ადიგენი 24 °C
img
ბორჯომი 18 °C
img
თბილისი 25 °C
img
აბასთუმანი 15 °C
img
ბაკურიანი 14 °C
img
ნინოწმინდა 14 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6356
RUB
RUB
100
4.1811
TRY
TRY
1
0.4242
USD
USD
1
3.0758
AMD
AMD
1000
6.3313
კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.