რაბათის კათოლიკურ ტაძარში მორჩილმა მონაზვნობის ფიცი დადო
17:16 / 25.10.2015
რაბათის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში მორჩილმა
სამონასტრო ცხოვრების აღთქმა დადო. ლაურა იორამაშვილი, დღეიდან უკვე
და მარია–როზარია, წმინდა ბენედიქტეს მიმდიევარ მონაზონთა რიცხვს
შეუერთდა. საზეიმო წირვაზე მან ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსისა და
მრევლის წინაშე სიღარიბის, სისპეტაკისა და მორჩილების ფიცი დადო.
ნიშნად იმისა, რომ დღეიდან ქრისტიანთა მაცხოვარი იესო ქრისტე მისთვის
ყველაფერზე მნიშვნელოვანი იქნება, შავი მანდილი დაიფარა. სპეციალურად
ამ დღისთვის რაბათში იტალიიდან ჩამოვიდნენ ბენედიქტელი მონაზვნები და
მათი წინამძღვარი. აღთქმის დადების სადღესასწაულო წმინდა წირვა ლათინ
კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ
აღავლინა. მან მორჩილს სიმტკიცისაკენ მოუწოდა და აღნიშა, რომ
გადაწყვეტლოება მონაზნობის შესახებ ადამიანს განსაკუთრებულ მისიას
ანიჭებს. და მარია–როზარიამ დროებითი სამონასტრო აღთქმა 3 წლის წინ, 7
ოქტომბერს რაბათის ტაძრის დღესასწაულზე დადო, დღეს კი მან ფიცი
განაახლა.
რაბათის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში მორჩილმა
სამონასტრო ცხოვრების აღთქმა დადო. ლაურა იორამაშვილი, დღეიდან უკვე
და მარია–როზარია, წმინდა ბენედიქტეს მიმდიევარ მონაზონთა რიცხვს
შეუერთდა. საზეიმო წირვაზე მან ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსისა და
მრევლის წინაშე სიღარიბის, სისპეტაკისა და მორჩილების ფიცი დადო.
ნიშნად იმისა, რომ დღეიდან ქრისტიანთა მაცხოვარი იესო ქრისტე მისთვის
ყველაფერზე მნიშვნელოვანი იქნება, შავი მანდილი დაიფარა.
სპეციალურად ამ დღისთვის რაბათში იტალიიდან ჩამოვიდნენ ბენედიქტელი
მონაზვნები და მათი წინამძღვარი.
აღთქმის დადების სადღესასწაულო წმინდა წირვა ლათინ კათოლიკეთა
სამოციქულო ადმინისტრატორმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. მან
მორჩილს სიმტკიცისაკენ მოუწოდა და აღნიშა, რომ გადაწყვეტლოება
მონაზნობის შესახებ ადამიანს განსაკუთრებულ მისიას ანიჭებს.
და მარია–როზარიამ დროებითი სამონასტრო აღთქმა 3 წლის წინ, 7
ოქტომბერს რაბათის ტაძრის დღესასწაულზე დადო, დღეს კი მან ფიცი
განაახლა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.