რელიგია
9 აგვისტოს, წმ. შალვა ახალციხელის ტაძარი გაიხსნება - რაბათში მარინობა აღნიშნეს
30 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია წმ.მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა ტაძრის დღესასწაული რაბათის საკათედრო ტაძარში აღავლინა. მიტროპოლიტმა თეოდორემ წირვის დასრულებისას მრევლი დალოცა და წმ.მარინეს ცხოვრების შესახებ იქადაგა.

,,ეს ტაძარი წმინდა ქალწულმოწამე მარინეს სახელობისაა, რის გამოც ამ დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. წმ.მარინე მე–4 საუკუნეში მოღვაწეობდა, ის სასტიკად მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ ქრისტიანი იყო. წამების მიუხედავად ქალწული არ გატყდა. ბოლოს მმართველმა გაკოჭილი მარინეს დახრჩობა წყლით სავსე კოდში ბრძანა. მოწამე უფალს სთხოვდა, ეს მისთვის ნათლისღებად შეერაცხა. უფალმა მისი ლოცვა შეისიმინა და მოულოდნელად წმინდანი ღვთაებრივმა ნათელმა მოიცვა, საკვრელები თავისით შეიხსნა და თავს ზეციდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა. გააფთრებულმა მმართველმა წმინდა მარინეს თავის მოკვეთა ბრძანა" - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.

ქადაგების დასრულებისთანავე, ქორეპისკოპოსმა თეოდორემ განმარტა, რომ წმ. შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი, რომელიც 9 აპრილის ქუჩაზე აშენდა, 9 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება. გახსნის ცერემონიას დაესწრებიან პატრიარქის თანამოსაყდრე შიო და სინოდის სხვა წევრები. 

პანტელეიმონობის დღესასწაულზე, ახალციხეში ელოდებიან საქართველოს პატრიარქის ვიზიტსაც.  ,,თუ რა თქმა უნდა მის უწმინდესობას ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს" - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
source
| Print |