რელიგია
ვანო მერაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა,ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. როგორც ფოტოდან ჩანს, შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

"დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ, უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა
",- დაწერა ვანო მერაბიშვილმა
| Print |