რელიგია
გიორგი ცინცაძე მღვდლად, ხოლო თამაზ ლონდარიძე დიაკვნად აკურთხეს
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას მღვდელი და დიაკვანი შეემატა.

მამა გიორგი ცინცაძე მღვდლად, ხოლო თამაზ ლონდარიძე დიაკვნად ეპარქიის მღვდელმთავარმა აკურთხა.

დიკვნად კურთხევის შემდეგ თამაზ ლონდარიძეს მამა ანდრია ეწოდა. მამა გიორგი ახალციხეში, ხოლო მამა ანდრია ასპინძაში იმსახურებს. 

ორივე მათგანმა საფარის სასულიერო სემინარია დაამთავრა.
| Print |