7 ოქტომბერს, კათოლიკური სამყარო წმინდა სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულს ზეიმობს. ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნა რაბათის კათოლიკურ ტაძარში, რომელიც სამი წლის წინ სავარდის სახელობის ეკლესიად იკურთხა. მას შემდეგ, მორწმუნე კათოლიკეები ტაძრის მოსალოცად ახალციხეში სხვადასხვა სამრევლოებიდან ჩამოდიან.
საზეიმო წირვა სხვა ღვთისმსახურებთან ერთად, მესხეთის დეკანოზმა, მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა აღავლინა. მან დღესასწაულის დაარსების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ სავარდზე იგივე კრიალოსანზე ლოცვას კათოლიკეთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ისტორიულად, სავარდის დღესასწაულის დაწესება ეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის. იმისათვის, რომ მცირერიცხოვან საღვთო ლიგას გამარჯვება მოეპოვებინა, მაშინდელმა პაპმა პიუს მეხუთემ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოულოცა. ბრძოლაში ოსმალეთი დამარცხდა, 7 ოქტომბერი კი იმავე პაპმა სავარდის ღვთისმშობლის დღსასწაულად გამოაცხადა.
|