რელიგია
27 სექტემბერს ჯვართამაღლება აღინიშნება
მართლმადიდებელი სამყარო 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავს.

დღესასწაული მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება.

წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული.

იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აღამაღლა.

იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება ქრისტიანებისთვის სულიერი ამაღლების მაგალითია.

27 სექტემბერს ჯვართამაღლებას მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.

გადმოცემის მიხედვით, ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. წმინდა ელენე დედოფალი დაინტერესდა, თუ სად იყო მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც გაეკრა კაცობრიობის მხსნელი. ის გაემართა იერუსალიმისკენ და დაიწყო ამ ჯვრის ძიება.

ცნობილია, როგორ ჩავა იერუსალიმში და გამოიკითხავს ებრაელ რაბინებში, სად არის გოლგოთის მთა. იქ უკვე ქრისტიანული თემი მომსპარია. მიაგნებენ ამ მთას, სადაც მიწით დახვდებათ ყველაფერი დაფარული.

იქაურობას გაასუფთავებენ და იპოვიან სამ ჯვარს, რომლებზეც ორი ავაზაკი და მაცხოვარი იყვნენ გაკრულნი, მაგრამ ეს ჯვრები არ აღმოჩნდება ისეთი თანმიმდევრობით განლაგებული და ამიტომ დადგება დღის წესრიგში საკითხი, რომელია ამ სამი ჯვრიდან მაცხოვრის ჯვარი.

იქვე ახლოს სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობდა და გაჩნდება ასეთი აზრი, რომ მიცვალებულები რიგრიგობით ამ ჯვარზე დაასვენონ და თუ კაცობრიობის მხსნელია, ერთი ადამიანი ხომ მაინც აღდგებოდა. მართლაც, ასეც მოხდება, მაცხოვრის ჯვარზე შეხებისას გარდაცვლილი მკვდრეთით აღსდგება.

გაკვირვებული და გახარებული ადამიანები შემოიკრიბებიან ელენე დედოფლის და ამ ჯვრის გარშემო. ეს სასწაული ყველასათვის ცნობილი გახდება. ამ ჯვრის ნახვის სურვილს ბევრი გამოთქვამს. ერის სიმრავლის გამო, ჯვარი სათაყვანებელი საგანი გახდება და სამღვდელოება და ელენე დედოფალი ამ ჯვარს ზეაამაღლებენ. ხელით აწევენ, რომ ადამიანებმა რწმენით შეხედონ.

| Print |