რელიგია
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევრიგდეთ – მიტროპოლიტი ნიკოლოზი ყარაბაღის კონფლიქტზე
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდა საომარი მოქმედებები შეწყვიტონ.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი სომხეთსა და აზერბაიჯანს ურჩევს, კონფლიქტის მოგვარების მიზნით საერთო ენა გამოძებნონ:

”მე, მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, ვცხოვრობ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში. აქ სომხები აბსოლუტურ უმრავლესობას, 97%-ზე მეტს წარმოადგენენ. მე სომეხთა შორის ვცხოვრობ, ვზრუნავ მათზე, მიყვარს ისინი. ამიტომ, ის რაც ახლა ხდება ყარაბაღში, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ეს არის ღია ჭრილობა არა მხოლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, არამედ საქართველოსთვის და მწამს, რომ მთელი მსოფლიოსთვის.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევრიგდეთ. როგორც ქრისტიანმა, მინდა მოგიწოდოთ, გიყვარდეთ ადამიანი და გიყვარდეთ თქვენი მტერი.

საკუთარი სამშობლოს დამცველი არ უნდა გადაიქცეს მკვლელად. ყველას ვურჩევ გამოძებნონ საერთო ენა და შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები. 30 წელი გავიდა აფხაზებთან კონფლიქტიდან და ჩვენ კვლავ ვეძებთ საერთო ენას აფხაზებთან და ვეძებთ შერიგების გზებს. მწამს, რომ სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც შეეძლებათ საკუთარ თავზე გამარჯვება. მე ვლოცულობ და უფალს ვთხოვ ყველას მისცეს ძალა შეაჩეროს სამხედრო კონფლიქტი ”,
- ნათქვამია მიმართვაში.
| Print |