რელიგია
მეუფე თეოდორე მრევლს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ მორწმუნეებს კურთხევა მისცა, რომ პირბადე ყველგან ატარონ და ასე გაუფრთხილდნენ საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც.

„მე გაგფრთხილეთ, რომ ტაძარში ვიაროთ ნიღბებით, დღეს რასაც ვუყურებ, პირბადე არავის გიკეთიათ. პირბადე მარტო თავის დაცვის მიზნით კი არა, ლოცვა-კურთხევაა და უნდა ატაროთ. არა მარტო ტაძარში, არამედ ყველგან. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ერთმანეთი. ღმერთი გვიფარავს, მაგრამ ჩვენც უნდა მოვინდომოთ“, - მიმართა მიტროპოლიტმა ტაძარში შეკრებილ მრევლს.

მეუფე თეოდორემ საკვირაო წირვა ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში აღავლინა. ახალაშენებულ ეკლესიას დღეს ჟუჟუნაძეების საგვარეულოს ხატი შეწირეს.

| Print |