რელიგია
გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს ახალციხეში წირვას სამი მიტროპოლიტი აღავლენს
18 ოქტომბერს მართლმადიდებლები გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს ზეიმობენ. ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვას სამი ეპარქიის წინამძღვარი აღავლენს: ახლციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა.

გრიგოლ ხანძთელი მერვე საუკუნეში მოღვაწე უდიდესი ქართველი წმინდანია, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა გიორგი მერჩულემ აღწერა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში." მეცხრამეტე საუკუნეში ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა პლატონ იოსელიანმა ხელმეორედ აღმოაჩინა წმინდანი, რომლის ღვაწლის შესახებ არაფერი აღარ იცოდნენ თაობებმა. გრიგოლ ხანძთელმა 102 წელი იცხოვრა და 861 წელს გარდაიცვალა.

გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში – დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში, ლიხის გამყოფ ქედზე დააარსა უბისის მონასტერი.

გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ მონასტრები ქართული მწიგნობრობისა და სასულიერო კულტურის უმნიშვნელოვანეს კერებად იქცნენ.

ახალციხეში წმინდანის სახელობის სასულიერო სემინარია ფუნქციუნირებს.

| Print |