რელიგია
„დავით გარეჯი საქართველოა, ეს ყველამ იცის“ - მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე
დავით გარეჯი საქართველოა – ეს განცხადება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთს მიტროპოლიტმა, გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღსეთან დაკავშირებული სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, საკითხზე კომენტირებისას გააკეთა. მეუფე თეოდორემ მოსახლეობასა და ორი ქვეყნის მთავრობას მშვიდობისკენ მოუწოდა.

საპატრიარქოს ქორეპისკოპოსი თვლის, რომ ამ პრობლემის მოგვარება საქართველოსა და მოძმე აზერბაიჯანს შორის, მოლაპარაკების გზით შეიძლება.

თითოეულმა ქართველმა და საქართველოში მცხოვრებმა იცის, რომ დავით გარეჯი საქართველოა. თითოეულმა ადამიანმა და სახელმწიფომ ურთიერთმეზობლური ურთიერთობით უნდა მოაგვაროს ეს საკითხი“ – განაცხადა „მეცხრე არხთან“ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

| Print |