რელიგია
საპატრიარქომ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში დროებითი მმართველი დანიშნა
საქართველოს საპატრიაქროს გადაწყვეტილებით, ბორჯომის და ბაკურიანის ეპარქიის ეპისკოპოსს წმინდა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ტაძრის მიმდებარედ, მახათას მთაზე დაკრძალავენ. მეუფე ლაზარეს დაკრძალვის ცერემონია კვირას, 3 საათზე გაიმართება. ეპისკოპოსი დასვენებული იქნება მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საიდანაც მოხდება გამოსვენება და სავარაუდოდ იქნება სამოქალაქო პანაშვიდი.

ბორჯომის და ბაკურიანის ეპარქიის დეკანოზის, მამა იოანეს განცხადებით, საპატრიარქოს გადაწყვეტილება არ მიუღია სამოქალაქო პანაშვიდთან დაკავშირებით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მეუფე ლაზარეს გამოსვენება მოხდება ტაძრიდან, სავარაუდოდ იქნება ხალხიც.

მეუფე ლაზარე 20 ნოემბერს, ღირსი ლაზარე გალისიელის ხსენების დღეს, საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ბორჯომის და ბაკურიანის ეპარქიის დროებით მმართველად მეუფე დანიელი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დაინიშნა.


მეუფე დანიელი - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი.
| Print |