რელიგია
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი მახათას მთაზე დაკრალეს
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი დღეს, 22 ნოემბერს 13:00 საათზე, მახათას მთაზე დაკრძლეს. დაკრძალვის ცრემონია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართა. ეპისკოპოსი ამავე ტაძრის მიმდებარედ დაკრძალეს.

მეუფე ლაზარე (სამადბეგიშვილი) 20 ნოემბერს, ღირსი ლაზარე გალისიელის ხსენების დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მის
მძიმე დაავადებებს covid-19 დაერთო, რაც მისი გარდაცვალებისმიზეზი გახდა.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ბორჯომის და ბაკურიანის ეპარქიის დროებით მმართველად მეუფე დანიელი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დაინიშნა.
| Print |