რელიგია
შობის მარხვა და ეპიდვითარება - პატრიარქი მრევლს მიმართავს
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე საპატრიარქომ გადაწყვეტილება მიიღო. შობის მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით პატრიარქი მრევლს მიმართავს.

საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ მრევლის ნაწილს რძის ნაწარმის მიღება შეუძლია. პატრიარქი მრევლს ასევე ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

,,ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად.

ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები". 

შობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყო და 7 იანვრამდე გრძელდება.
| Print |