რელიგია
გიორგი გახარია ებრაელ თემს ხანუქას ულოცავს
ებრაელი თემი ხანუქას ზეიმობენ. ახალციხეში დღესასწაულს ძველი ებრაული სინაგოგის ერთადერთი მლოცველი სიმონ ლევიშვილი აღნიშნავს მისი თქმით, ხანუქა მტერზე გამარჯვებასა და ტაძრის გაწმენდას ნიშნავს.

დღესასწაული მორწმუნეებს საქართველოს პრეიერ–მინისტრმა მიულოცა. როგორც მთავრობის მეთაური მილოცვაში აღნიშნავს, ეს დღესასწაული არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო, რომელსაც ტრადიციულად, ებრაელ ძმებთან ერთად, ოდითგანვე აღნიშნავენ საქართველოშიც.

"ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ებრაელ ხალხს, ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს.

ეს დღესასწაული არის სინათლის სიბნელეზე, სამართლიანობის უსამართლობაზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო, რომელსაც ტრადიციულად, ჩვენს ებრაელ ძმებთან ერთად, ოდითგანვე აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყანაშიც.

ახლა პანდემიის გამო ყველას რთული დღეები გვიდგას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ საერთო გამოწვევაზეც აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთმანეთის თანადგომით"
– აღნიშნავს პრემიერი.

განახლების დღესასწაული ძვ. წ. II საუკუნეში, მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა.

წელს ხანუქა 10 დეკემბერს დაიწყო და 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
| Print |