ახალციხეში წმინდა მარინეს სახელობის დღესასწაული იზეიმეს
20:17 / 30.07.2015
მართლმადიდებლური სამყარო 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეს
აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს რაბათის წმინდანის
სახელობის ტაძარში, სადაც წირვა–ლოცვა ახალციხისა და
ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.წმინდა
დიდმოწამე მარინე ანტიოქიაში წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით
დაობლებულის ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო, რომელმაც იგი
ქრისტიანული ერთგულებით აღზარდა.
მართლმადიდებლური სამყარო 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეს
აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს რაბათის წმინდანის
სახელობის ტაძარში, სადაც წირვა–ლოცვა ახალციხისა და
ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.წმინდა
დიდმოწამე მარინე ანტიოქიაში წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით
დაობლებულის ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო, რომელმაც იგი
ქრისტიანული ერთგულებით აღზარდა.
როდესაც იმპერატორმა დიოკლიტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო,
ქრისტიანების დასასჯელად ანტიოქიაში ეპარქი ოლიბრი გაგზავნა.
იგი მარინეს სილამაზით მოიხიბლა და გადაწყვიტა სარწმუნოების უარყოფასა
და ცოლობაზე დაეყოლიებინა. თუმცა, ვერც მუქარამ და ვერც
პირფერობამ გაჭრა. ქალწულმა სჯულის შეცვლაზე უარი თქვა.
განრისხებულმა ეპარქმა, მისი წამება ბრძანა. წმინდა მარინემ უფლის
მეოხებით, არაერთი განსაცდელი დაითმინა. ბოლოს კი მას თავი მოჰკვეთეს.
ქალწულთან ერთად სარწმუნოებისთვის ათასხუთასი ქრისტიანი ეწამა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.