მართლმადიდებლური სამყარო 28 ივლისს წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს ახალციხის მუნიციპალიტეტში. ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარის ეზოში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს ჯარისკაცები დროშებით შეხვდნენ, რის შემდეგაც მეუფე თეოდორემ მღვდელმსახურებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგია შეასრულა. მორწმუნეები აღნიშნავენ, რომ ეს დღე განსაკუთრებულია სოფელი ივლიტისთვის. საეკლსიო დღესასწაულს რეგიონისა და ახალციხის ორივე მუნიციპალიტეტის პირველი პირები დაესწრნენ.
წმიდა მოწამენი ივლიტა და კვირიკე მცირე აზიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს – ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როდესაც იმპერატორმა დიოკლეტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტა ახლობლებთან და შვილთან ერთად სელევკიაში გაიხიზნა. ის მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. მაგრამ მალე იგი მმართველ ალექსანდრესთან დაიბარეს. ივლიტა სამსჯავროზე თავისი სამი წლის ძესთან ერთად წარსდგა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით დედა–შვილი წამებით მოკლეს. კვირიკესა და ივლიტას მიმართ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. ლოცულობენ
წირვის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მშენებარე მონასტერი მოინახულა, რომლის გახსნასაც ახლო მომავალში ვარაუდობენ. შენობა ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან მდებარეობს. მეუფე თეოდორეს გადაწყვეტილებით, აქ ფუნქციონირებას დედათა მონასტერი დაიწყებს.
|