რელიგია
ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? შევთხოვოთ უფალს, მოგვცეს გონი - ილია მეორე
ჩვენ დღეს ვკითხულობთ, რაც დღეს ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი არ ხდება ღვთის გარეშე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენიც განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში და სულში.

„ყველას გილოცავთ ბარბარობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა... პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის. სწორედ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხალხისა. ჩვენ დღეს ვკითხულობთ, რაც დღეს ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი არ ხდება ღვთის გარეშე. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გონი ესე მოგვცეს, უფალმა დალოცოს თქვენი შვილები. ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ! ეძიებდით და ჰპოვოთ! დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენიც განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში, სულში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას - განაცხადა პატრიარქმა.

17 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
| Print |