რელიგია
სიცარიელის სისავსე - მეუფე ნიკოლოზმა ნაჩუქარი ტელეფონით პირველი ფილმი გადაიღო
ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ნაჩუქარი iPhone 12-ით ​ფილმი გადაიღო და საკუთარ Youtube-ს არხზე ატვირთა.

მეუფის თქმით, ფილმი საქართველოში წმინდანების სხეულების ჩამობრძანებას ეხება.

„ფილმი გადაღებული და დამონტაჟებულია 2020 წლის 14-18 დეკემბერს საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში iPhone 12 pro ტელეფონით და იტალიიდან საქართველოში წმინდანების სხეულის ნაწილების ჩამობრძანებას ეძღვნება“, – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზს ერთ–ერთმა კომპანიამ Iphone 12 აჩუქა, რის შემდეგაც სასულიერო პირმა განაცხადა, რომ მობილური ფილმების გადასაღებად სჭირდება.

ფილმში გამოყენებული მუსიკა:

1. იოჰან სებასტიან ბახი - პრელუდია #8 კარგად ტემპერირებული კლავირის I ტომიდან. ასრულებს ჯონ ლუისი.
2. იოჰან სებასტიან ბახი - ადაჟიო დო-მაჟორში. ასრულებს გერი გროდბერგი.

წმ. მავრიციუსის მოხდენილი სასწაულის შესახებ.
| Print |