რელიგია
„მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს ერს მოუვლინა ისეთი ადამიანი, როგორიც ჩვენი პატრიარქია“ - მამა გიორგი
„მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს ერს მოუვლინა ისეთი ადამიანი, როგორიც ჩვენი პატრიარქია“ - ასე გამოეხმაურა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილეს. მამა გიორგი ქურდაძემ ილია II-ს დაბადების დღე მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა. მისივე თქმით, ეს დღე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია რადგან პატრიარქმა ეპოქა შექმნა. მან უაღრესად მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა საქართველოს ეკლესია, სადაც სასულიერო პირთა რიცხვი კატასტროფულად იყო შემცირებული და ქრისტიანობა კომუნისტური რეჟიმის მიერ იდევნებოდა. მამა გიორგის თქმით, უწმინდესმა ყველა ეს პრობლემა თავისი ლოცვითა და განათლებით მოაგვარა.

წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა აღნიშნა ისიც, რომ სწორედ პატრიარქის დამსახურებით საქართველო, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ახალგაზრდა მრევლით გამოირჩევა. გარდა ამისა, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ოჯახებში შვილების რაოდენობამ იმატა და თანდათან საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობაც გამოსწორდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 88 წლის გახდა. ილია II-ს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.


| Print |