რელიგია
რისი სიმბოლოა ანთებული სანთელი და რატომ იდგმება სარკმელში შობის ღამეს?
მართმადიდებლური სამყარო 7 იანვარს, მაცხოვრის შობის დღესასწაულს ზეიმობს. 

ღამისთევით წირვას წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის ლოცვა -კურთხევით შობის დღესასწაულს მორწმუნეები სარკმელში ანთებული სანთლით ხვდებიან, რითაც სიმბოლურად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.

,,მა­ცხოვ­რის შო­ბის მო­ახ­ლო­ე­ბის ჟამს, რო­დე­საც ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მო­ლო­გი­ნე­ბის დრო მო­ახ­ლოვ­და, მარ­თალ იო­სებ­სა და მა­რი­ამს რო­მის იმ­პე­რი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რის გამო, ბეთ­ლემ­ში წას­ვლა მო­უხ­დათ. ისი­ნი ამა­ოდ ეძებ­დნენ ღა­მის გა­სა­თევ ად­გილს. სას­ტუმ­რო­ში ღა­მის გა­სა­თე­ვად თან­ხა არ ჰქონ­დათ, ღა­რიბ-ღა­ტაკ­ნი კი არც ერ­თმა სახ­ლმა არ მი­ი­ღო... შო­ბის ღა­მით სარ­კმელ­ში სან­თლის დან­თე­ბით სიმ­ბო­ლუ­რად მი­ვა­ნიშ­ნებთ, რომ ჩვე­ნი გული და სახ­ლი მზად არის მი­ი­ღოს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი, ვი­თხოვთ, შინ გვეწ­ვი­ოს და ჩვენს სახ­ლში იშ­ვას უფა­ლი" - ტაძრის წინამძღვარი განმარტავს დეკანოზი გიორგი ქურდაძე.

ეს დღე ახალციხეში ტრადიციულად ალილოთი აღინიშნებოდა, თუმცა პანდემიის გამო ალილო წელს აღარ ჩატარდება.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად 7 იანვარს, შობას ზეიმობენ სერბეთში, რუსეთსა და უკრაინაში. მთავარი საშობაო ლიტურგია ტრადიციულად ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში გაიმართება.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.

დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება.

18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.
| Print |