რელიგია
მამა იოანე გელაშვილმა ქრისტეშობა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის დღესასწაული აღნიშნეს.

საზეიმო წირვა-ლოცვა ქვედანაყოფის კაპელანმა, მამა იოანე გელაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა:

"მივულოცავ ყველა ჯარისკაცს, ყველა ოფიცრს. ჩვენთან იმყოფებიან ქალბატონები, მივულოცავ მათაც შობის დიდ დღესასწაულს. ასევე მივულოცავ ამ ბაზაზე მყოფ ყველა ადამიანს. შობის მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს".

საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ავთანდილ იოსელიანი, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ნათენაძე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებელი სამხედრო და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.

ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე გელაშვილი ავღანეთში, ქართველ სამხედროებთან ერთად, გასულ წელს გაემგზავრა.
| Print |