რელიგია
პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტი, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამადი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

4 იანვარს, შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის დაბადების დღეზე მასთან მცირე დისტანციაზე იმყოფებოდა. შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის სიახლოვეს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს. არსებული ინფორმაციით, იგი მეუფე ანტონის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 4 იანვარს დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრია და 88 წლის პატრიარქთან ხშირი შეხება აქვს.
| Print |