რელიგია
რა შეიცვლება პანდემიის გამო ნათლისღებას?
კორონავირუსის პანდემიის გამო წყალკურთხევის დღესასწაულზე, მდინარეზე ნათლობის რიტუალი აღარ გაიმართება. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის განცხადებით, სოფელ მინაძეში მტკვარი ტრადიციულად იკურთხება, თუმცა მასში შესვლა მხოლოდ განბანვის მსურველებს შეეძლებათ. ეს გადაწყვეტილება მეუფე თეოდორემ ხალხმრავლობის თავიდან აცილებისა და ჯანდაცვის რეგულაციების დაცვის გამო მიიღო.

მეცხრე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში მღვდელმთავარმა  ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასულიერო პირები სავალდებულო ტესტირებას პერიოდულად იტარებენ.

| Print |