რელიგია
ვაქცინაცია შველაა ადამიანის, მაგრამ ის უნდა იყოს ნებაყოფლობითი და საზოგადოება მეტად ინფორმირებული - მეუფე თეოდორე
,,ვაქცინაცია შველაა ადამიანის და მეცნიერების უდიდესი მონაპოვარია, ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა ვაქცინის საშუალებით დამარცხდა სხვადასხვა პანდემია მსოფლიოში, მაგრამ რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ის უნდა იყოს ნებაყოფლობითი და საზოგადოება მეტად ინფორმირებული" - განუცხადა მეცხრე არხს მეუფე თეოდორემ. მისი თქმით, უკუჩვენება ყველა წამალს აქვს, სწორედ ამიტომ, გაცნობიერებული არჩევანი უნდა გაკეთდეს.

რაც შეეხება საპატრიარქოში არსებულ ვითარებას, მიტროპოლიტის ინფორმაციით, პატრიარქის პრესმდივანი იზოლაციაში რჩება და თავს კარგად გრძნობს.
| Print |