რელიგია
ჭყონდიდში რაც მოხდა, ეს სცილდება ადამიანის ყოველგვარ ნააზრევს - მიტროპოლიტი თეოდორე
ჭყონდიდში რაც მოხდა ეს სცილდება ადამიანის ყოველგვარ ნააზრევს, ეპისკოპოსის რეზიდენციაში კრების მიმდინარეობის დროს შეჭრილიყვნენ ადამიანები, მსგავსი რამ, რაც მე ეკლესიაში ვარ არ მომხდარა. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ეს მთელი ერის პრობლემაა - როგორც სასულიერო, ასევე საერო დასის - განაცხადა მეცხრე არხთან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ.

დღესვე ჭყონდიდში, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა ორშაბათს მომხდარ ინცინდენტში ჟურნალისტები და სასულიერო პირების ნაწილი დაადანაშაულა. ქადაგებისას მიტროპოლიტმა მათ სინანულისკენ მოუწოდა. მიტროპოლიტს ჟურნალისტებთან კომენტარი აღარ გაუკეთებია. წირვა დღეს სამართალდამცველების მობილიზაციის ფონზე მომდინარეობდა.
| Print |