რელიგია
ჩვენ დღეს ვიწყებთ წირვას ძალიან ადრე, რომ კომენდანტის საათამდე დავამთავროთ - ბექა ჩილინგარაშვილი
დღეს, 4 აპრილს არლის წმინდა იოსების სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში სააღდგომო წირვა-ლოცვა აღევლინა. კათოლიკეებმა მაცხოვრის აღდგომა კვირა დღეს ზარების რეკვით და მსვლელობებით აღნიშნეს. კათოლიკურ ტაძრებში სააღდგომო წირვა და წმინდა ლიტურგია პირველ რიგში ტაძრის გარშემო მსვლელობით დაიწყო და იქვე წმინდა ცეცხლისკურთხევით დასრულდა, ბოლოს კი იკურთხა აღდგომის ნიშანი, მთავარი სანთელი.

კათოლიკური ეკლესიის აღდგომის სადღესასწაულო წირვა ყოველთვის, გვიან ღამით იწყებოდა, მაგრამ კომენდანტის საათის გამო წესი შეიცვალა. არლის კათოლიკური ეკლესიის დიაკვანი ბექა ჩილინგარაშვილი აცხადებს, რომ მთავრობას აღდგომის ღამეს კომენდანტის მოხსნა სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. იმის გამო, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, კათოლიკე ეკლესიამ ღამისთევის ლიტურგია 21:00 საათამდე შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ კომენდანტის საათის ერთი ღამით მოხსნა მოითხოვა აზერბაიჯანულმა თემმაც, რომელმაც 21 მარტს "ნოვრუზის“ დღესასწაული აღნიშნა. მორწმუნეებს საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა. ერთ კვირაში კი შეზღუდვა ერთი დღით მოიხსნა საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩის დროს.

| Print |