რელიგია
მართლმადიდებლები ლაზარეს შაბათს აღნიშნავენ
დღეს, 24 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ბზობის წინა დღეს აღინიშნება. 

“ლაზარე” ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა. 

სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მიცვალებული მართალი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულის შემდეგ, ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა.

ამ ნაბიჯით უფალს სურდა, რომ აღდგომის სასწაული ეჩვენებინა და მოციქულები მისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა.

დიდმარხვის ეს დღე და ბზობა თევზით ხსნილია.
| Print |