რელიგია
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია აღევლინება
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში სააღდგომო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. ახალციხეში, წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ეპარქიის მღვდელმთავარმა აღავლინა. სასულიერო პირთა განმარტებით, პანდემიის მიუხედავად ეკლესიებში მრევლთა რაოდენობა არ შემცირებულა. ასევე სადღესასწაულო ღვთისმსახურების დროს დაცულია მთავრობის მიერ დაწესებული ყველა რეგულაცია.

კომენდანტის საათის მიუხედავად, ეპარქიის მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას აპირებს. ამბობენ, რომ ეკლესიაში კომენდანტის დაწყებამდე წავლენ და ღამით გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს არ დაარღვევენ.

შეგახსენებთ, 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. აღდგომის ღამეს "კომენდანტის საათის" მოქმედების დრო, გამონაკლისის სახით იცვლება. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

| Print |