რელიგია
სასულიერო პირები ყველა საფლავს აკურთხებენ
წითელ პარასკევს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალი სრულდება. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

როგორ შეხვდება მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას პანდემიის პირობებში - სასულიერო პირებმა სამზადისი დაიწყეს, ტაძრებში მრევლს განსაკუთრებული რეგულაციების დაცვა წელსაც მოუწევს. პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ისევ მთავარი პირობაა. როგორ მიმდინარეობს მომზადება ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მრევლი "ამბობს, რომ გასული წლის მსგავსად, ყველა არსებულ წესს, წელსაც დაემორჩილება.

ახალციხის ეპარქიაში განმარტავენ, რომ სასაფლაოებზე დიდი სუფრების გაშლა ეკლესიური წესი არ არის.

,,სასულიერო პირები ყველა საფლავს აკურთხებენ. ადამიანებს არაფერი ექნებათ სადარდებელი, მთავარია მიცვალებულების სულები ტაძარში მოიხსენიონ. ამაზე დიდ რამეს ვერ გააკეთებს ადამიანი. ეკლესიური წესი არ არის საფლავებთან დიდი სუფრების გაშლა. ნუგეში ამ ადამიანებისთვის არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საფლავებზე ვერ მივლენ, საფლავები იქნება ნაკურთხი".

მღვდელმსახურთა თქმით, საფლავებზე გასვლა 2020 წლის სააღდგომოდაც შეზღუდული იყო, თუმცა სასულიერო პირებმა დაკეტილი სასაფლაო შარშანაც აკურთხეს. სამართალდამცველებმა თითოეულ საფლავზე მაქსიმუმ ოთხი ადამიანი შეუშვეს და რიტუალი ისე ჩატარდა.

აღდგომის დღესასწაულზე, 2-დან 4 მაისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება.


| Print |