რელიგია
სომხურმა თემმა გიორგობა სხვილისში აღნიშნა
ექვს მაისს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, მართლმადიდებელი და სომხური სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ორივე კონფესიის ტაძრებში ჩატარდა.

ახალციხეში სომხურმა თემმა დღესასწაული ტრადიციულად, სხვილისის ტაძარში იზეიმა. ამ დღეს მოქალაქეები ეკლესიაში მიდიან. ამჯერად სალოცავთან კოვიდრეგულაციებს რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი იცავდა. 

მართლმადიდებლური და სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.
| Print |
თეგები: გიორგობა /