საქართველო მართლმადიდებლურ ტაძრებში, სამგლოვიარო ზარები დაირეკა. თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა–კურთხევით, სასულიერო პირებმა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი, შემდეგ კი სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადეს.
ღვთისმსახურება ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში ტაძრის მღვდელმსახურმა აღასრულა. მამა ნიკოლოზმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ განსაცდელი თითოეულ ადამიანზე მოვიდა, ამიტომ უფალს მიტევება უნდა ვსთხოვოთ.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, გვიან ღამით, უხვი ნალექის გამო, მდინარე ვერე ადიდდა. არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. ათობით ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. ზოოპარკის დატბორვის გამო, თბილისის ქუჩებში, ამ დრომდე ეძებენ ვოლიერებიდან გაქცეულ ცხოველებს. ქალაქში შეზღუდულია მოძრაობა.
|