საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმიდესისა და
უნეტარესის ილია II-ს ლოცვა–კურთხევით, ხვალ, 15 ივნისს,
12:00 საათზე ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, სასულიერო
პირები ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდს და შემდგომ
სამშვიდობო პარაკლისს გადაიხდიან. უწმიდესი პანაშვიდს სიონის
საკათედრო ტაძარში შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, უხვი
ნალექის გამო, გვიან ღამით, მდინარე ვერე ადიდდა. არიან
გარდაცვლილებიც. ამ დრომდე უცნობია დაკარგული
მოქალაქეების რაოდენობა. თბილისის საავადმყოფოებში რეგისტრირებულია
40–მდე დაშავებული ადამიანი. ათობით ოჯახი კი უსახლკაროდაა
დარჩენილი. ზოოპარკის დატბორვის გამო, თბილისის ქუჩებში ამ დრომდე
ეძებენ ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს. თბილისის ქუჩებში
შეზღუდულია მოძრაობა.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის
ილია II-ს ლოცვა–კურთხევით, ხვალ, 15 ივნისს, 12:00 საათზე
ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება. თბილისში მომხდარ
სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, სასულიერო პირები ტრაგედიის
შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდს და შემდგომ სამშვიდობო პარაკლისს
გადაიხდიან.
უწმიდესი პანაშვიდს სიონის საკათედრო ტაძარში შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით,
მდინარე ვერე ადიდდა. არიან გარდაცვლილებიც. ამ დრომდე უცნობია
დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა. თბილისის საავადმყოფოებში
რეგისტრირებულია 40–მდე დაშავებული ადამიანი. ათობით ოჯახი კი
უსახლკაროდაა დარჩენილი. ზოოპარკის დატბორვის გამო, თბილისის ქუჩებში
ამ დრომდე ეძებენ ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს. თბილისის
ქუჩებში შეზღუდულია მოძრაობა.